logo_geo
მალხაზ თოფურია: უმორჩილესად გთხოვთ, გინდა გეები დააქორწინეთ, გინდა გასაბერ ეკლესიებში ილოცეთ... იქნებ ამ თემას შეეშვათ...
- +

11 აგვისტო. 2018. 03:08

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალური ქსელის მეშვეობით ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას მიმართავს:

 

„ქალბატონო ნინო 25 წლის წინ შევქმენი ოჯახი სიყვარულით. თქვენს განცხადებებამდე პრობლემები არ გვქონია, მიუხედავად უამრავი გაჭირვებისა. ამ წუთას გწერთ ტელეფონიდან სააბაზანო - ტუალეტში შემალული, გარეთ ჩემი მეუღლე დგას ცოცხაღმართული მეგის ქარდავასავით და ბოლო ხმაზე დაჟინებით გაჰკივის: „გამოეთრიე უნდა განახო ოჯახის უფროსი ვინ არისო!“

 

უმორჩილესად გთხოვთ, გინდა გეები დააქორწინეთ, გინდა გასაბერ ეკლესიებში ილოცეთ და გირჩებს ემთხვიეთ... იქნებ ამ თემას შეეშვათ, თორემ დეგვენგრა ოჯახი“, - წერს მალხაზ თოფურია.

 

 

big_banner
არქივი