logo_geo
მაკა რაზმაძე: მინდა, რომ როდესმე მაინც ვიცხოვროთ ადამიანურ ქვეყანაში
- +

9 იანვარი. 2017. 01:49


 

„უნდა დაასრულოს რომელიმე მხარემ როდესმე... 30 წელია ერთი მხარე მეორეს სამართალს ედავება. მერე იმარჯვებს და თვითონ იგივეს აკეთებს რის წინააღმდეგაც იბრძოდა..." , - ამ სიტყვებით ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, „რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმას ეხმაურება.


როგორც რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, ყველა დამნაშავეს კანონმა უნდა გასცეს პასუხი.


„ძალადობა და ცემა ტყეპა თუ რომელიმე მხარემ არ შეწყვიტა და კანონის პატივისცემა უზენაესად არ აქცია ვივლით კიდეც ორასი წელი ამ წრეებზე... არ უნდა გაუსწორდე არავის ქუჩაში-დანაშაული თუ აქვს ადამიანს ჩადელი კანონმა უნდა გასცეს პასუხი. თუ არ აქვს ვინ მისცა ვინმეს უფლება ქუჩაში გაასამართლოს?! მინდა რომ როდესმე მაინც ვიცხოვროთ ადამიანურ ქვეყანაში", - წერს რაზმაძე.


 

big_banner
არქივი