logo_geo
გიორგი იაკობაშვილი: იცით? გახსოვთ?
- +

13 აგვისტო. 2018. 01:23

 

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„და კიდევ: თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის რომელი მოადგილე იყო დაკავებული კოჯორსა და ტაბახმელაში მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვით და გადაფორმება-გადმოფორმებით 2008 წლის 8-12 აგვისტოს?

იცით? გახსოვთ?

მე ვიცი და მახსოვს. ვწერდით და შემდეგ რამდენჯერმე გავიხსენე დიტო გელოვანის ყოველკვირეულ მიმოხილვებში, თუმცა "მიწის კი არა, მიწების" გეურქ გეურქოვისგან რეაქცია არ ყოფილა. ალბათ იმიტომ, რომ რეესტრში ყველაფერი იძებნება. ჭკვიანია მამაძაღლი!

იცით? გახსოვთ?

არა, მახმუდი ნამდვილად არ ქვია...

და ვინ იყო ერთ-ერთი რეგიონის ვიცე-გუბერნატორი, ოკუპანტების გენერალს მძღოლად რომ ემსახურებოდა?

ვინ იყო კულტურის მინისტრი, ოკუპაციიდან ერთ თვეში კრემლში წერილს წერილზე რომ აგზავნიდა - ნანის გამოგიგზავნით, ბუბას გამოგიგზავნით, სუხიშვილებს გამოგიგზავნითო...

მივიდა არმაგედონის ზანგი და შეიცნო რომან გოცირიძე და ძმანი მისნი: კოლაბორაციონისტები, კაგებეშნიკები, ფეესბეშნიკები, გრუშნიკები და, რა თქმა უნდა - „გრუ-სთავი 2", - წერს იაკობაშვილი.

big_banner
არქივი