logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: ჩემი ბრალია!
- +

13 აგვისტო. 2018. 01:32

 

 

„ობიექტივის“ დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჰმ...

 

ამ ფინალის გამო პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველი კურსიდან სექტემბრის პირველი კვირის გაცდენის გამო ცხონებულმა გივი ჩიხლაძემ( ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის მაშინდელმა დეკანმა ) ინსტიტუტიდან გამრიცხა ისე, რომ არც ერთ ლექციაზე ჯერ დასწრებულიც არ ვიყავი!!! 

 

მაშინაც არსებობდა აპელაცია ...

 

ხოდა....

 

... ამ აპელაციის შემდეგ ბატონმა გივიმ საკუთარი ბრძანებითვე აღმადგინა ინსტიტუტში , რადგან აპელაციაზე შუამდგომლობას "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრის გამგე, მაშინ ჯერ კიდევ 35 წლის ასაკში მყოფი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბატონი გოჩა ჩოგოვაძე მაძლევდა შემდეგი ტექსტით:

 

"ბატონო გივი, გთხოვთ აღადგინოთ; ბოლოსდაბოლოს საფეხბურთო მატჩის საკავშირო ფინალს ესწრებიოდა, რიგით თამაშს ხომ არაო!"..

 

( მართლა წარვადგინე ავიაბილეთებიც ორივე მხარეს და "ლუჟნიკების " დასავლეთი ტრიბუნის მეორე იარუსის 9-ე სექტორის 8-ე რიგის 8-ე ადგილის ბილეთი!!!! ::)))

 

პ.ს.: " @მურაბასთან " ერთად ვიყავით ამ ფინალზე !!!

 

როგორც მითხრეს, ეხლა "მურაბა" ჯანდაცვის სამინისტორში მუშაობს სერიოზულ თანამდებობაზე!

 

მთელი 42 წელია - მურაბა არ მინახია!!!

 

ჩემი ბრალია!!!" - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი