logo_geo
დავით ოქიტაშვილი: არცერთი ინფორმაცია არ რჩება გადაუმოწმებელი!
- +

13 აგვისტო. 2018. 04:10

 

„პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ და დღეს თითქოს არაფერი გვიკვირს, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა...“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არრა არს საიდუმლო რომელიც არ გაცხადდების - ამას იმ კატეგორიის გასაგონად ვამბობ ვინც საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავლენ, ტყუილზე, ცილისწამებაზე, ღალატზე...

 

არ ეზარებათ მოიგონონ ტყუილები, ათასგვარი სიბინძურეები და ამ მოგონილი ლეგენდებით თავისი მდგომარეობა გაიუმჯობესონ, არადა, რა ტყუილად წვალობენ და ირჯებიან. არცერთი ინფორმაცია არ რჩება გადაუმოწმებელი!

 

ხოდა, ასეთებს რომ ჰგონიათ წყნარად სხედან მატარებელში, არავინ იცის რა დროს მოუწევთ ჩამოხტომა...

 

მივმართავ ამ მერკანტილური ინტერესებით გადარეული და უნამუსო ადამიანების წრეს: ტყუილად ნუ წვალობთ, არცერთი თქვენი ტყუილი აღარ მუშაობს. იმიტომაც ხართ ასე დაბნეულები და გაყურსულები.

 

საკმარისია რა ზიანიც მიაყენეთ თქვენი უნამუსობით და დაუნახაობით ადამიანებს!

 

უმადურობა, ღალატი, დაუნახაობა დანაშაულია - საქმის გაკეთება ვისაც შეუძლია მას ზღაპრებისთვის არ სცალია, როგორც თქვენ!

 

ასე რომ, ტყუილად გგონიათ, რომ რაღაც გაგივათ. დაიმახსოვრეთ: ერბოა ერბოა, ქონი ქონია“, - წერს დავით ოქიტაშვილი.

 

 

big_banner
არქივი