ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ვინმეს ცემა, წამება, ცილისწამება, მიწაზე გაგორება და წიხლებით შედგომა რომ გიხაროდეს, ისეთივე ავადმყოფი და სადიზმით გაჟღენთილი უნდა იყო, როგორების კლანჭებშიც სულს ვღაფავდით მრავალი წელი!
შუასაუკუნეების გილოტინა და კოცონი მონაგონია, რეებიც ვნახეთ და რის შესახებაც გვესმოდა მრავალი წელი. კუდიანი დედაბერები და გუდიანი კაცები სახლებში გვივარდებოდნენ - ტანსაცმელს ტანზე გვახევდნენ, თმებით გვათრევდნენ და ცოცხლად გვმარხავდნენ სასაფლაოებზე, ან შუა ზღვაში ნავებიდან გვყრიდნენ! ცინდელიანი, ერთი ციდა, ჩია ადამიანი ისე შეახრამუნა და მოინელა ნეო-ფაშისტურმა რეჟიმმა, როგორც ერთი პაწია სუშის-ნაჭერი! ბევრი „ცინდელიანი" ვიყავით მაშინ! უამრავი! და მაშინ სად ევას „პავაროტში" ბრძანდებოდნენ დღევანდელი „დემოკრატიის დედ-მამები", ან ბალიშზე როგორ დებდნენ კულულებიან იხვნისკარტა თავებს?! სად და კარიერებს იკეთებდნენ. ბეგრაუდებს იხვეწდნენ. თანამდებობებზე მიხოხავდნენ წინ და წინ! ახლა გამძივინვარებულან და ინდაურებივით გაყივიან, ძირს ძალადობაო! ამაზრზენები ხართ (ასეთები) ! ნათქვამია, „აბანოში გამოჩნდება შენი შავი უკანალიო"... ჰოდა, გამოჩნდა! ჰამანც, შავთან ერთად ცელულიტიანიც!",- წერს გაგუა.