logo_geo
ნინო კალანდაძე: სერგო რატიანს ბავშვობაში არ ასწავლეს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!
- +

9 იანვარი. 2017. 02:18



„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში თანაპარტიელებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

„ამასობაში, მესამედაც ჩააზუსტეს.

 

ჯერ თქვეს, ვინც პარლამენტში შესვლას არ უჭერდა მხარს, ისინი ამოვრიცხეთო საპარლამენტო სიიდან. მაგრამ მალევე აღმოაჩინეს, რომ, კენჭისყრის დროს, ამორიცხულთა და განდევნილთაგან ორმა მხარი დაუჭირა პარლამენტში შესვლას, ორმა თავი შეიკავა და ერთიც სულ არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს იმ სხდომას. ამიტომ, ურცხვად განავრცეს კრიტერიუმი: სიიდან ამოვიღეთ ყრილობის საორგანიზაციო კომისიის წევრებიო.

 

ცოტა ხანში გაარკვიეს, რომ ისევ შეუსაბამობაა: სიიდან ამოღებულებს შორის აღმოჩნდნენ ისეთები, ვინც ვერც პირველ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ვერც მეურეს, ანუ ვინც პარლამენტში შესვლას მისცა ხმა და საორგანიზაციო კომისიის წევრი არ არის.

 

ისევ იფიქრეს, იფიქრეს და მესამედ ჩააზუსტეს - სინამდვილეში, ჩვენი გადაწყვეტილება ბევრი კრიტერიუმის კომბინაციას ემყარებოდაო: ისიცო, ისიცო და კიდე ვინც საორგანიზაციო კომისიის შეაქმნევინათო. მაგრამ ისევ გამორჩათ, რომ ეს კომიტეტი 30 კაცის ხელმოწერით შეიქმნა და მათგან ზოგიერთი დღესაც საპარლამენტო სიაშია, ზოგი კი - მთლად მათ რიგებში. იგივე ვრცელდება პოლიტსაბჭოს „ბოიკოტზეც".

 

სერგო რატიანმა 30 ნოემბრის გადამწყვეტ სხდომაზე ის არ იცოდა, დღის წესრიგში რა საკითხები იყო შეტანილი და მათ წარმოდგენილ წესში რა ეწერა. ვინ ელის, რომ ის ეცოდინებოდა, ვინ რა კრიტერიუმით ამორიცხეს სიიდან. მან, როგორც ჩანს, ისიც კი არ იცის, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ბავშვობაში არ ასწავლეს.

 

ხუმრობა იქით იყოს და სწორედ არათანმიმდევრულობაა ყველაზე საზიანო პოლიტიკაში. რამდენად არაინფორმირებულიც უნდა იყოს ამომრჩეველი, ტყუილს ადვილად გრძნობს; შემდეგ ეჭვებიც ადვილად უჩნდება და ტყუილისთვის გადასახდელი პოლიტიკური ფასიც იზრდება. სერგომ ალბათ არც ეს იცის, მაგრამ ქართული პოლიტიკის თვითგამოცხადებულ მამებს ამდენი უნდა ესმოდეთ.

 

ამიტომ, დასხედით. დღესაც ორიანი ბიჭებო. ამოგეღოთ სიიდან პარლამენტში შესვლის რეალური შანსის მქონე 28-ე ნომერი (ნინო კალანდაძე) ან გულწრფელად გეთქვათ, სიას ვცვლით, რომ დავსაჯოთ ჩვენგან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჩვენივე თანაპარტიელებიო. ცხადია, თავს მაინც შეირცხვენდით, მაგრამ ამდენ უხერხულ თავის მართლება-ჩაზუსტებას ხომ გადარჩებოდით?!" , -წერს ნინო კალანდაძე.


 

big_banner
არქივი