logo_geo
გია ჯაჯანიძე: ზოგმა შეგნებულად მიმტრო, ზოგმა შეუგნებლად...
- +

13 აგვისტო. 2018. 20:29

 

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც მძულს, ან ვერ ვიტან. ზოგმა შეგნებულად მიმტრო, ზოგმა შეუგნებლად, არაუშავს, ეს უკვე წარსულია. დღეს ახალი დღე დაიწყო. თუ კიდევ დამიშავებენ, ისიც წარსული გახდება. ძირითადად მერჩოდნენ ადამიანები, ვინც ახლოს არ მიცნობს, მათაც ეპატიებათ. მთავარია მე ვგრძნობ ბედნიერად თავს. ადამიანს, ვისაც აგრესია არ აქვს, მას ყველა სურვილი უსრულდება.

ნუ უყურებთ სხვა როგორ ცხოვრობს, იზრუნე საკუთარ მომავალზე.

ნუ გიკვირს სხვისი, დააკვირდი შენსას.

თითოეულმა რომ იზრუნოს საკუთარ მომავალზე, ბევრი ბედნიერი ადამიანი იქნება.

ბედნიერები სხვას არ ერჩიან.

მე ბედნიერი ვარ“, - წერს ჯაჯანიძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი