logo_geo
შალვა რამიშვილი: კიდევ ერთხელ „ბასიანზე“!
- +

13 აგვისტო. 2018. 20:59

 

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კიდევ ერთხელ „ბასიანზე“! საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი შოუმენის, უცნობის ფანტასტიური აღზევება და საზარელი დაცემა ერთ საბედისწერო დღეს მოხდა - 2009 წლის 26 მაისს.

 

გია იყო, არის და იქნება შოუმენი, მაგრამ გარემოებათა გამო 2009 წლის გაზაფხულზე მოუწია ილია ჭავჭავაძეობა და პახოდუ ჩე გევარობა. უფრო სწორად კი არ მოუწია - მას ეს „დაავალეს“. ხალხს გაუჩნდა განცდა, რომ უცნობი მხსნელია, ის მზეჭაბუკივით დაერევა ნაცებს და დაამარცხებს ურჩხულ მიშას. რამდენადაა თავად გიას ბრალი რომ ასეთი ცრუ მოლოდინები შეიქმნა?! ეს ამ სტატუსის თემა არაა, სხვა დროს ვილაპარაკოთ.

 

ფაქტია, რომ უცნობმა ვერ მოახდინა რევოლუცია რადგან ის შოუმენი გახლდათ. ძალიან ნიჭიერი, ქარიზმატული... მაგრამ მხოლოდ შოუმენი. ამიტომ 100 000 იანმა თავყრილობამ როგორც ატარა მარადონასავით სტადიონზე, ისევე დასცა ძირს და წყველა-კრულვით აღავსო.

 

აი ასე ხდება როცა აჩენ არადექვატურ მოლოდინებს.

 

ახლა ამ მაგალითის ექტრაპოლირება მოვახდინოთ „ბასიანზე“.

 

„ბასიანიც“ კლუბია და მეტი არაფერი. ყველაზე კარგი კლუბი აღმოსავლეთ ევროპაში (მეიბი) მაგრამ მხოლოდ კლუბი.

 

როდესაც შსს კლუბში შეიჭრა (ჩემი აზრით ეს არ იყო მართებული. ცხადია საკითხის არა სამართლებრივ, არამედ პიარ კუთხეს ვგულისხმობ ) „ბასიანმა“ იმდენი შეძლო, რომ ახალ სოციალურ საპროტესტო მოძრაობას მისცა ბიძგი. მაგრამ ძალიან მალე ეს მოძრაობა ჰიპსტერთა ლაიფ სტაილის დაცვიდან სულ სხვა მიზნებზე გადაერთო და მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ელფერი შეიძინა. ეს არ მოეწონა „ბასიანის“ მფლობელებს და ისინიც არ აყვნენ პოლიტ- ანგაჟირებულ ტიპებს „ოცნების“ „რეჟიმ ჩეინჯის“ ნარატივში.

 

თუმცა დასალექი დალექა და ბევრ მოქალაქეში „ბასიანი“ პოზიციონირდა დღეს არსებული პოლიტიკური სახელისუფლებო ტრენდების მეტოქედ.

 

არა და გავიმეორებ, რომ „ბასიანი“ კლუბია და სხვა არაფერი. თავისი ექსპანსიისთვის ის იბრძვის იმ „ლაიფ სტაილის“ გასაძლიერებლად, რომლის გარეშეც რეივ კლუბის არსებობა წარმოუდგენელია. ანტი ჰომოფობიური, ანტი ქსენოფობიური, „დრაგ ფრენდლი“ ნარატივები "ბასიანისთვის" ძალიან ორგანული და ადექვატურია. მაგრამ ისტერიული რუსოფობია - არა.

 

მესამეჯერ ვამბობ - „ბასიანი“ მხოლოდ რეივ კლუბია. ის ვერ ეტყვის უარს კოლეგებს მოსკოვიდან ან სანქტ-პეტერბურგიდან მათთან დაკვრაზე. მსოფლიო რეივ საზოგადოება ერთიანია. ის არ ეთამაშება პოლიტიკურ მეინსტრიმებს, არ მონაწილეობს პროსახელისუფლებო ღონისძიებებში. ასეთი რუსოფობია უბრალოდ ქაჯობაა რეივ სცენისთვის. მაგრამ „ბასიანმა“ ხომ შექმნა ის შთაბეჭდილება რომ „ქოცების მტერია“?! შეიძლება ნაჯას ან სხვა მფლობელების უნებურად, მაგრამ - შექმნა. შესაბამისად სრულიად ადექვატური განზრახვა მიეღოთ მონაწილეობა მოსკოვის რეივ ფესტივალში ბევრი ადამიანისთვის ღალატად, „რუსეთის მონობად“, „ამ ხელისუფლების რუსეთუმეური საქციელების“ გაგრძელებად იქნა აღქმული.

 

ცხადია ჰიპსტერებს ამაში პოლიტიკურად ანგაჟირებული ის მასტებიც დაეხმარნენ, რომლებსაც კბილები უკაწკაწებდათ რომ „ბასიანი“ გაეტისკათ. მათთვის მნიშვნელოვანია რომ ჰიპსტერა ბავშვებზე მხოლოდ მათ ჰქონდეთ გავლენა და არა პოლიტიკურად არაანგაჟირებულ „ბასიანს“.

 

„ბასიანმა“ გაიჩალიჩა ის რაც მის თავს დატრიალდა და ჩემთვის ძალზედ უცნაურია თუ რატომ ვერ ხვდებიან ამას?! რატომ კომპლექსდებიან ამ 300-400 კაცის ისტერიული პოსტების შეხედვარე?! რატომ გააუქმეს მოსკოვის ვიზიტი ან თუ გააუქმეს იმ ყლინჯაფორა ბავშვებს რატომ ბლოკავენ, რომელთა ბულინგისა შეეშინდათ?!

 

როგორ შეიძლება ამხელა კლუბი დაკომპლექსდე ფეისბუკ-ბულინგის გამო?!

 

რატომ არ უნდა გეკიდოს რას წერს შენზე თუნდაც 1000 კაცი?!

 

თავად ხო დარწმუნებული ხარ რომ მოსკოვში სწორად მიდოდი და ამით პუტინთან არ კოლაბორაციონისტობდი?! მაშ რატომ იკუკავ?!

 

თუმცა ეს უკვე რიტორიკული შეკითხვებია.

 

მთავარი კი შემდეგი რამ გახლავთ:

 

არ უნდა მოიგონო საკუთარი ამპლუა!

 

უნდა ზუსტად განსაზღვრო რა გინდა, ვინ ხარ და ისე იმოქმედო!

 

და თუ დარწმუნებული ხარ შენს ქმედებებში ამ ახლადგამომცხვარ, ურაპატრიოტულ და რუსოფობიურ ინკვიზიციას არ უნდა დაუწვე!“ - წერს რამიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი