logo_geo
გენო პეტრიაშვილი: ფოტოს გადაღება იყო მეგობრული ჟესტი, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის
- +

17 აგვისტო. 2018. 03:39

 

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წევრები რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში არიან გამოწყობილნი, გენო პეტრიაშვილი განცხადებას facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

 

„მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიან მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო, ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის.

 

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე როგორც ყველა ქართველს!“, – წერს გენო პეტრიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი