ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და ფოტოს აქვეყნებს:
„კარგი რა!“ - წერს მუსერიძე.
მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას ამის შესახებ „აიპრესთან” შსს ადასტურებს. თუმცა უწყებაში რაიმე სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ იციან. გავრცელებული ინფორმაციით ზუზუ ბეჟაშვილი ლიფტში იპოვეს გარდაცვლილი.