logo_geo
''როგორ განიცდიდა საყვარელ საქმეს რომ ვერ აკეთებდა, უბრალოდ არ ეძლეოდა შანსი ეკეთებინა ის, რაც უყვარდა!''
- +

17 აგვისტო. 2018. 22:47

 

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა:

 

მომღერალი გიორგი პაპკიაური:

 

„მახსოვს, როგორ განიცდიდა, რომ თავის საყვარელ საქმეს ვერ აკეთებდა, უბრალოდ არ ეძლეოდა შანსი ეკეთებინა ის, რაც უყვარდა.

ბევრი იბრძოლა მაგრამ...

ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელოვნებას სიდუხჭირე ჭამს!

ქვეყანაში, სადაც მსახიობები, მომღერლები, მხატვრები, პოეტები ასე ქრებიან ერთ წამში, სიდუხჭირესა და მარტოობაში! ეს დიდი ტრაგედიაა!

ცხოვრება არ არის უსამართლო, ხალხია უსამართლო, მთავრობაა უსამართლო!

მთავრობა უქმნის (ხელოვან) ადამიანებს ისეთ პირობებს, რომ ან თავს იკლავენ ან

დარდი კლავთ!

 

ხალხი? ("შაიკებად" დაყოფილი) ვითომ "სთარები" ეკრანზე ყოველ დღე ერთი და იგივე სახეები! დამცინავი და ვითომ (პროფესიონალური) სტატუსები და ამ ყველაფრის (მარაზმის) მიღმა ტკივილითა და სევდით დაღლილი, რამდენი ნიჭიერი მსახიობი, წამყვანი, მუსიკოსი და უბრალოდ კარგი ხელოვანი იკარგება, განიცდის და ბოლოს... უბრალოდ ქრება.

 

უსამართლობა ხალხშია და არა ცხოვრებაში!!!

მარტო ამ ქვეყანაში გვყავს დამლაგებელი მწერლები, მიმტანი მომღერლები და გენიოსები, რომლებიც სულაც ვერ აღიქვეს გენიოსებად!

 

კრიტიკა, ჩხუბი, ომი, შური, ბოღმა და დაუფასებლობა უბრალოდ კლავს ხელოვანს!

 

ვერ გაგიფრთხილდნენ ერთ უნიჭიერეს, გულწრფელ და სიკეთე ადამიანს...

არაუშავს, დაიდგან გვირგვინები!

 

ჩვენ კი შევხვდებით ერთ დღეს და ვიღიღინებთ როგორც მაშინ, იმ მშვიდ საღამოს!

 

პ.ს სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ჩამოვაყალიბე აზრი ჩამოუყალიბებელ ხალხზე მაგრამ ეს მაინც უნდა დამეწერა, ვერ მოვითმენდი!"

 

 

 

 

big_banner
არქივი