logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ზუსტად ვიცი გახშირებული სუიციდის მიზეზები!
- +

18 აგვისტო. 2018. 00:11

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„დიახ, მე ზუსტად ვიცი გახშირებული სუიციდის მიზეზები!

 

როცა ერთი დღე წვეთი წყალივით ჰგავს მეორეს, როცა გათენება და თვალის გახელა აღარ გინდა, როცა იცი, ვერაფერს შეცვლი, როცა მოგბეზრდა ევროპის თუ მეგობრის გამონაცვალი ტანსაცმელი, როცა ლეგენდასავით ყვები წარსულ ბედნიერ დღეებზე, როცა გეუბნებიან, რა ნიჭიერი ხარ და როგორ ვერ გამჩნევენ, როცა ხედავ საეჭვო გონებრივი განვითარების ადამიანები „სახეები“ ხდებიან - მლიქვნელები, მაბეზღარები, „დოქსოპულები“, როცა ბოროტებას სიკეთეზე მეტი გასავალი აქვს, როცა ვიღაცას თავზე დაგასვამენ , იმიტომ რომ ვიღაცის ცოლის დეიდაშვილია ან ოჯახის ნათელმირონი, როცა აღარ მთავრდება იმედგაცრუება, უსამართლობა, როცა ბანკები, ბანკები სულს გხდიან, შენ კი უკვე ყველაფერი გაყიდული გაქვს სინდისის გარდა, მაგრამ აი, როცა დარწმუნდები აღარავის სჭირდები ასეთი, და ბოლოს ფიქრობ, რომ აღარავის უყვარხარ...

და მერე აქ სულ რაღაც 2-3 დღე დაწერენ, რომ კარგი იყავი, საყვარელი, ნიჭიერი და სიცოცხლეში რომ გცოდნოდა ამდენ ხალხს დაწყვეტდი გულს, ალბათ სხვანაირად მოიქცეოდი... როგორი საზიზღრები გავხდით ადამიანები - დიახ, ამ ქვეყანაში მიცვალებული ცოცხლებზე მეტად უყვართ!

პ.ს, და მერე მამაო წესსაც არ აგიგებს და იქაც ჯოჯოხეთისთვის გაგიმეტებს...“, - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი