logo_geo
პაატა ქურდაძე: მიჭირს აქ საყოველთაოდ აღიარებულ ჭკვიან ხალხთან ურთიერთობა...
- +

18 აგვისტო. 2018. 01:29

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელი და მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გასულ წელს, საქართველოში ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ჩემი აქ არ ცხოვრების თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში, როგორც ჩანს ბევრ ქართულ სიტყვასთან მიმართებაში სრული ეტიმოლოგიური აცდენები ჩამომიყალიბდა ჩემს თანამემამულეებთან- მაგალითად - ჭკუა... ხომ თითქოს მარტივი სიტყვაა არა? მაგრამ დარწმუნებული ვარ სრულიად სხვადასხვა რაღაცას ვგულისხმობთ... ამიტომ მიჭირს აქ საყოველთაოდ აღიარებულ ჭკვიან ხალხთან ურთიერთობა... ახლა, ერთი კვირის წინ სატელიტური თეფში დავაყენე ფრანგული დეკოდერით - მას შემდეგ ძირითადად ფრანგულ არხებს ვუყურებ და უკვე მეჩვენება, რომ დროში და სივრცეშიც შეუთანხმებლობა მაქვს. თავი ბრედბერის პერსონაჟი მგონია მარსის რომელიღაც ექსპედიციიდან“, - წერს ქურდაძე.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი