logo_geo
მამა პეტრე კოლხი: „მამა პეტრე მიშველე, ბინიდან მაგდებენ...“ - გულგრილობამ მიიყვანა აქამდე...
- +

18 აგვისტო. 2018. 21:44

 

 

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მსახიობთან, ზუზუ ბეჟაშვილთან პირად მიმოწერას ასაჯაროვებს, სადაც მსახიობი მამაოს დახმარებას სთხოვს:

 

„ზუზუ ცოცხალი რომ იყოს, ამას არასდროს გავაკეთებდი... ახლა რა აზრი აქვს?! კი, ძალიან დიდი აზრი აქვს, რადგან ჩვენ გარშემო უამრავი ზუზუა... მომავალში მაინც რომ არ დავუშვათ იგივე შეცდომა, ამისთვის ვაკეთებთ... თუ ადამიანს ძალიან უჭირს, თხოვნის და ვედრების გარეშეც შეიძლება ხელი გავუწოდოთ...

 

აუცილებელია მიწაზე იფორთხოს და ისე შეგვეხვეწოს პური მაჭამეო?! სვეტსკებო, სინამდვილეში ყველაზე გოიმებო, ვინც ყველაზე მეტს ხუმრობს და სიცილით კვდება, მას ყველაზე მეტად უჭირს... ეკრანზე და წვეულებებზე გამოჩენა არ ნიშნავს აწყობილ ფსიქიკას და ცხოვრებას... თვითმკვლელობა სოციუმიდან მოდის... მასში ყველა ჩვენგანი ვიღებთ მონაწილეობას... ახლა ღვარეთ ნიანგის ცრემლები...

 

არ იცოდით, რომ ზუზუს ღიმილის უკან პიროვნული ტრაგიზმიც იმალებოდა?! მას ადამიანური ნუგეში სჭირდებოდა ყველაზე მეტად... გულგრილობამ მიიყვანა აქამდე...

 

მაშინ ვუშველე, მაგრამ საბოლოოდ ვეღარ... შველა ვეღარ შევძელი(თ)“, - წერს პეტრე კოლხი.

 

 

big_banner
არქივი