logo_geo
ვახო სანაია: ნეტა ტყუილი ყოფილიყო!
- +

19 აგვისტო. 2018. 03:43

 

 

ზუზუს გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაიაც ეხმაურება და მსახიობის ტექსტურ შეტყობინებას აქვეყნებს.

 

„მე ხომ „მესინჯერში” თითქმის არასდროს შევდივარ. ამიტომ ფრენდებს ვასწავლე – თუ რამე, კომენტარებში დამიწერეთ, შევალ და ვნახავ – მეთქი „მესიჯს”. ზუზუსაც ასე ვეკონტაქტებოდი.

 

„ბოლოს ეს მოუწერია. დღეს ვნახე. ჩემი ძმის საქმის გამოძიების ამბები იყო და ეტყობა, „ფეისბუქზე” თვალი მოკრა, აერია და უცებ მომწერა. ეგონა მე შემემთხვა რამე. კომენტარებში აღარ დამიწერა მერე. ბუნებრივია, შემდეგ გაერკვა ვითარებაში.

 

„ძალიან დამწყდა გული ამ ადამიანზე. კარგი ბიჭი იყო – ნიჭიერი, გულიანი და კეთილი. ნეტა მეექვსედაც ტყუილი ყოფილიყო”, – წერს სანაია.

 

 

big_banner
არქივი