logo_geo
გოჩა ალექსიძე: როგორ, პოლიციას არაფრის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს?!
- +

19 აგვისტო. 2018. 22:13

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი გოჩა ალექსიძე facebook-ზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი თვის, წინ ჩემი სახლის არკასთან ვიდექით მე, ჩემი შვილი და ჩემი ძმაკაცი, მოვიდა 4 პოლიციელი მოგვთხოვეს საბუთები ზრდილობიანად, გვკითხეს: იარაღი, დანა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხო არ გაქვთო ??

- ვანახეთ, მანქანის პრავა გვქონდა სამივეს იარაღზე დანაზე და ნარკოტიკზე გვითხრეს, ხო არ ხართ წინააღმდეგი რო ხელით შეგამოწმოთ ტანზეო ???

ხელით შეგვამოწმეს, ისე რომ მარტო იარაღს და დანას თუ იგრძნობდნენ, ჯიბეები არ უქექიათ ან წამლისთვის ან მოსაწევისთვი, ასე რომ აქცენტი ჰქონდათ იარაღზე და დანაზე!

არ მიბლატავია, დავემორჩილე პატიოსნად, არც ბავშვს არ უთქვამს ზედმეტი, არც ჩემ მეგობარს, პირიქით მე 2 ბიჭის პატრონი ვარ და სადღაც გამისწორდა, რომ თუ ესე დადიან და დანა- იარაღებზე ამოწმებენ ე.ი ბავშვებსაც და დიდებსაც გაუჩნდებათ განცდა რომ არ ატარონ არც დანა არც იარაღი!

აი უყურეთ, დაიდო ვიდეო სადაც პოლიცია ამოწმებს მოქალაქეს ღამე, ატყდა ერთი ამბავი და აგერ მე და აგერ თქვენ, ღმერთმა დაიფაროს ხვალ მოხდეს, ისევ ეგეთი ვიდეოების პატრონები ატეხავენ ერთ ამბავს:

- სად იყურებოდა პოლიცია, რატო არ ამოწმებენ ხალხს დანაზე და იარაღზე?? მოკლედ მეორე მხრიდან მიაბავენ სახელურს!

არა რაა , მოვტ@ან ეს ჩისტა ქართული „ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები " მენტალიტეტი!

როგორ, პოლიციას ვაფშე არაფრის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს?“ - წერს გოჩა ალექსიძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი