logo_geo
ინგა გრიგოლია შალვა რამიშვილს: ახია ჩემზე!
- +

19 აგვისტო. 2018. 23:35

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი სახელი და გვარი გიხსენებია, მამცნეს და მერე ვნახე შენი განძრეული ტვინის ნაჟური. სხვა დროს მაგრად მკიდია ხოლმე, რას ფიქრობ შენ. აქვე დაგიწერდი პასუხს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ვისვენებ და შენთვის თუნდაც ათი წუთის გამოყოფა მეზარება. ჩემზე ახია და შენთვის დიდი პატივი იქნება საკადრისი პასუხის გაცემა! აპრავე და იყავი. მე რა მენაღვლება, შემდეგ ჯერზეც რომ შეგიშვებენ ბუტკაში, მერე აღარ მთხოვო ხოლმე პირდაპირი ეთერი. წერტილი.

 

P.S. ხშირად იკითხე (თ) და აანალიზეთ ჩემი სტატუსები, კარგია!“ - წერს გრიგოლია.

 

აქვე გთავაზობთ აღნიშნული პოსტის საპასუხო კომენტარებს, რომელიც გრიგოლიამ დაწერა:

 

„ტაკიმასხარა. ჩემი სახელი და გვარი რომ არ დაესახელებინა ,პასუხის ღირსადაც არ ჩავთვლიდი. მერამდენედ უნდა ჩაიკუკოს კაცობაში, ფუჰ...“

 

„რაც მე მისთვის მაქვს გაკეთებული, მინიმუმ უნდა შერცხვენოდა, სანამ ამ ბოდვას გამოაცხობდა, მარა ეხლა სალომეს პიარი აქვთ ჩაბარებული და გადააბიჯა წითელ ხაზებს.“

 

„სულ მავიწყდება, რომ ერთხელ რომ სუნს აუშვებს ადამიანი, გამარჯობა აღარ უნდა ვუთხრა ხოლმე.“

 

„ომი თუ უნდა, მიიღებს ომს! ოღონდ ჩემს ხარჯზე არ ავაღებინებ ჰონორარს სალომეს პიარში, ამ პოსტის მიღმა არც ერთ მის გამოხტომას არ ვუპასუხებ, იქამდე, ვიდრე არჩევნები არ ჩაივლის... მერე იცოცხლე...“

 

„ტიპი არასოდესაა გულწრფელი. არასოდეს, საჭიროების მიხედვით შეუძლია ხაზი გადაუსვას ნებისმიერ ადამიანს. მსგავსს არავის ვიცნობ.“

 

„ვაშაძე ისეთ ტისკში გაატარეს ჟიჟიმ, სანაიამ და ტრაპაიძემ იმ ეთერში, შალვას რომ არასოდეს დასიზმრებია, უნამუსოა, ასე დასჭირდა და დაამონტაჟა, თორემ ვაშაძეს საკადრისი პასუხი გაეცა“.

 

„ჩემი სტატუსი კი არც სალომეს ეხება და არც ვაშაძეს, ტაკიმასხარა რამიშვილს ეხება“ - წერს გრიგოლია კომენტარებში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი