logo_geo
მაკა რაზმაძე: „ჰოდა, თუ ასე თვლიან ეს ადამიანები, რომ ვარ ძალიან ნიჭიერი - ჯერ ხომ აქ ვარ?!” - ყოჩაღ, ზუზუ!
- +

21 აგვისტო. 2018. 00:15

 

 

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილზე 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატუსს აქვეყნებს:

 

„2014 წელს დავწერე ეს სტატუსი ზუზუზე და ზუსტად ასეა ახლაც. ასე იყო და ასე წავიდა „სხვა ქვეყანაში". ზუზუ ბეჟაშვილმა მაგარი რაღაც თქვა ახლა ტელევიზორში - „ახლა არ მაქვს სამუშაო. ხშირად მეუბნებიან, რომ ვარ ძალიან ნიჭიერი და აქ რა მინდა, წავიდე საზღვარგარეთ. ჰოდა, თუ ასე თვლიან ეს ადამიანები, რომ ვარ ძალიან ნიჭიერი - ჯერ ხომ აქ ვარ?!"- ყოჩაღ, ზუზუ! ეს არის ჩვენი ქვეყნის ზუსტი ასახვა, ზუსტი დახასიათება! ის ადამიანები გაქებენ და გირჩევენ წახვიდე საკუთარი ქვეყნიდან ამ სიკარგის გამო, ვისაც თვითონ თავისუფლად შეუძლია დაგეხმაროს იმაში, რომ აქ შეცვალო ეს შენი „წასასვლელი" ცხოვრება. ზუსტად ეს გვჭირს მთელ ქვეყანას" - წერს რაზმაძე.

 

ახალგაზრდა მსახიობი, დოლიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში, გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სახლშიც გადაასვენეს. მისი გარდაცვალებების ოფიცილური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ახალგაზრდა მსახიობს სამშაბათს, 21 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალავენ.

 

 

big_banner
არქივი