logo_geo
სოსო მანჯავიძე: საოცარი ერი ვართ... ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს...
- +

9 იანვარი. 2017. 17:27


 

 

„საოცარი ხალხი ვართ. როცა ნაცებს რამე ან ვინმე შეეხება, მაშინ ახსენდებათ, რომ თურმე, ლინჩის წესი ცუდია და პროკურატურას და სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა დაელოდოს ყველა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე წერს. აღნიშნული პოსტით მანჯავიძე „რუსთავი 2"-ის გენერალური დიტექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს ეხმიანება.

 

„თითქოს ან სასამართლო არსებობდეს, ან კიდევ პროკურატურა ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით.

 

მოკლედ, გიგის და მწამებლებს თავისუფლება, მიშას წითელი ხალიჩით გაცილება, ხოლო ვინმე თუ მათ რამეს შეჰკადრებს მათი არამზადობისთვის - ანათემა.

 

გამოაცხადონ ბარემ - სამართალი და პრივილეგიები მხოლოდ აწინდელ და პორტირებულ „ნაცებს".

 

მაგარი ქვეყანა ავაშენეთ - სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვისთვის, ტერიტორიების ჩაბარებისთვის, ათასობით ადამიანის გაუბედურებისთვის და ასეულმილიონობით თანხის ჩაჯიბვისთვის ნულოვანი პასუხისმგებლობა მაგრამ, თუ ამის გამო გამწარებული ადამიანი ამ ყველაფრის ჩამდენებს რამეს აკადრებს, კანონი უნდა ამუშავდეს მთელი სიმკაცრით და დასაჯოს დამრღვევი.

 

ვაი, ჩვენს პატრონს, უბედურს, მართლა", - წერს სოსო მანჯავიძე.




 

big_banner
არქივი