logo_geo
ლეკა მენაბდიშვილი: ამ ქალბატონზე დიდ იმედებს ვამყარებ!
- +

23 აგვისტო. 2018. 20:57

 

ჟურნალისტი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორც მივხვდი პრეზიდენტობის კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან, ნაც.მოძრაობას, დაქუცმაცებულ პარტიებს, ზოგიერთ ადამიანს, მის მიმართ მხოლოდ ის უსუსური, ვითომ ,,დამრტყმელი” არგუმენტები აქვთ, როგორიცაა: რუსეთ-საქართველოს ომი და გამართული ქართულით ვერ საუბრობსო...

 

1.რაც შეეხება ომზე მის პირველ კომენტარს, სწორად იმიტომ მოხდა მისი კომენტარის დამახინჯება, ვერ გაგება, კონტექსტიდან ამოვარდნილი რაღაც ფრაზის ტრიალი ტელევიზიებში, რომ უჭირს ქართულად, გამართულად, გრამატიკული შეცდომების გარეშე საუბარი, საბოლოო ჯამში მისი აზრი მოვისმინეთ და გამგები გაიგებდა, თუ შარზე არაა.

 

2.და ვინც ქართულს ,,სხლავდა” იმათმა ხო აგვაშენეს რაა? კარგი გამართული გრამატიკით ხან ორჯერ ჭრიდა რაღაც შენობის ლენტს და ხან სამჯერ, კარგი გამართული გრამატიკით გასცემდა ბრძანებებს აქციების დარბევის, კარგი გამართული გრამატიკით გვაცხოვრა წლები შიშში და აბა ერთი ვინმეს პროტესტი გამოეხატა, გამართული ქართულით ან ციხეში ჩააყუდებდა ან სადმე გადაამალინებდა უკვე გვამს... უბედურება ისაა რომ შევეჩვიეთ წინა საარჩევნოდ კარგი გამართული ქართულით, ცრუ დაპირებების მოსმენას, და ეხლა ასეთი დინჯი, ევროპული, რაღაცნაირად მშვიდი კამპანია გვეხამუშება, დადის თავისთვის წყნარად, ხვდება ამომრჩევლებს, არ დგამს სპექტაკლებს და ავტობუსებით არ დაჰყავს საკუთარი აქტივი, გადაჩვეულები ვართ ცივილიზებულ ფორმებში მიმდინარე კამპანიას. მე თქვენი არ ვიცი და ამ ქალბატონზე დიდ იმედებს ვამყარებ, მგონია რომ შესანიშნავად დაალაგებს საგარეო თემებს, განსაკუთრებით“, - წერს მენაბდიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი