logo_geo
კოკა ყანდიაშვილი გიორგი უძილაურს: სრული იგნორი - ამ წუნკალების მიმართ!!!
- +

9 იანვარი. 2017. 21:10

 


„უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, ობამასაც აქვს ფოტო გადაღებული, მერკელსაც, რეიგანსაც. კვარაცხელიასთან არა - მაგრამ პუტინთან და ბრეჟნევთან ერთად. ისე, ნინია კაკაბაძეს რომ მოეწონები - ჩათვალე იმ დღიდან რაღაც სერიოზულ შარში ხარ. სრული იგნორი - ამ წუნკალების მიმართ!!!" - აღნიშნული პოსტით ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს გიორგი უძილაურს მიმართა.


კოკა ყანდიაშვილის აღნიშნული პოსტი გიორგი უძილაურის განცხადებას მოჰყვა:


„რამდენიმე ინფუზორიამ დადო ჩემი ძველი ფოტო კრემლის ფონზე, სადაც МГУ -ში მიწვეულ ჟურნალისტებს შორის ვალერი კვარაცხელიაც დგას და ამას კომპრომატის ფორმას აძლევენ.

 

კვარაცხელიას ორჯერ თუ სამჯერ ვარ შეხვედრილი, ზრდილობიანი კაცია, რომელიც არ მალავს თავის სიმპათიებს რუსეთის მიმართ. მისი საქმეა. ყველას აქვს უფლება იქონიოს თავისი აზრი. ამას ვამბობ შუაშისტობის მანტიაში დამალული სალონური ფაშისტების გასაგონად. კი! ვალერი კვარაცხელიას აქვს უფლება იყოს პრორუსული. ისევე როგორც სხვას აქვს უფლება იყოს პროთურქული, პროსომხური ან პროამერიკული განწყობის. დემოკრატია მაგას ნიშნავს. დემოკრატია და არა ლიბერტოფაშიზმი.

 

რაც შეეხება ფოტოს, კრემლის გარდა ფოტოები მაქვს ათათურქის მავზოლეუმში, თემურ ლენგის ძეგლთან(ტაშკენტშია), ასლან მასხადოვთან, ქურთების მუშათა პარტიის შტაბბინაში, NATO-ში, ბოსნიაკ მებრძოლებთანაც და ხორვატებთანაც, ბრიუსელშიც, სტრასბურგშიც, მიქეიფია სომხეთის დავდაცვის მინისტრთანაც და აზერბაიჯანელ მაღალშინოსნებთანაც... და დღემდე ვარ ის რაც ვარ, ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც სურს საქარტველო ევროკაცსირში და ამავდროულად არ სურს, რომ საქართველო იყოს ვინმეს ვასალი. არავის ვასალობა არ მინდა.

 

ისრაელივით ძლიერი ქვეყანა მინდა მქონდეს, რომ ქართველი ამაყობდეს მისი პასპორტით და იცოდეს რომ მას ვერც რუსი დაჩაგრავს, ვერც ამერიკელი, ვერც თურქი, სომეხი ან სხვა...

 

ფოტოებს კი მილიონს მოგცემთ. კიდევ დაგიმატებთ, ებრალიძე რომ იყო, პრეზიდენტობა რომ უნდოდა, იმასაც ვიცნობ და მაზიანიც მაქვს მოგებული. ასლან აბაშიძესაც ვიცნობ, იგორი მხოლოდ აქ მინისტრობისას მყავს ნანახი, თუმცა სიტუაცია რომ ჩამივარდეს, მასაც შევხვდები, იმიტომ, რომ საინტერესო ადამიანია და იმიტომ, რომ ჟურნალისტი ვარ და მაგრა მეხაშლამება, რას იტყვიან „ნაცი" თუ პრორუსი ინფუზორიები", - დაწერა გიორგი უძილაურმა საკუთარ facebook გვერდზე.




 

big_banner
არქივი