logo_geo
სანდრო ბრეგაძე: გულიმერევა „ნაცებზე“, მაგრამ საამო არის საცქერლად მათი ომი
- +

9 იანვარი. 2017. 14:18


 


მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„საამო არის საცქერლად „ნაცების" ომი. მამალს ერთხელაც არ დაუყივლია ისე გაწირეს ბოკერიას ნაცებმა მამა-მარჩენალი. 30 ვერცხლზე მეტი კი აიღო ჯერ „გირჩმა", მერე ვაშაძის პარტიამ და ახლა ბოკერიას ჯგუფმა. იმედია ახლა მაინც მიხვდება ყველა თუ რა იუდა ისკარიოტელებით იყო გატენილი სანაცეთი, წარმოიდგინეთ მიშა გაყიდეს და სამშობლოს როგორ ყიდიდნენ 9 წელი.  ღალატი ხომ ამ ბინძური, უზნეო და სამარცხვინო ხალხის სულიერი მდგომარეობაა. რა ამაზრზენი სანახავები არიან მიშისტებიც და ბოკერიასტებიც. 

 

მიშას ეგონა რომ ყველა ნახმარი ყავდა ოჯახებიანად, მაგრამ ერთი რამ ვერ განსაზღვრა, რომ ესენი მიშამდე სხვას ყავდა ნახმარი და მიშას მერე სხვას ჩაუგორდებოდნენ ლოგინში. გული მერევა ნაცებზე, უფრო მეტად ხელისუფლებაზე მერევა გული, რადგან ბოკერია ისეთ ფასად იყიდა, როგორც თავის დროზე მადრიდის რეალმა გარეტ ბეილი და ბეილივით ქართული პოლიტიკის ძირითად შემადგენლობაში უპირებს ათამაშოს. ეს ყოფილა შუას გაკრეფვაა... პატრიოტები და ეროვნულები ოფსაიდში, ხოლო ღვთისმგმობელი, ეკლესიის და ქართველობის მტერი გაყიდულ-ნახმარი ნაცები პარლამენტსა და ქართული პოლიტიკის ძირითად შემადგენლობაში",- წერს ბრეგაძე. 


 

big_banner
არქივი