logo_geo
რომეო მალაზონია: 15 წლიდან ვმუშაობ მიმტანად, არ მიკავია ბოლო გამოშვების ტელეფონი…
- +

28 აგვისტო. 2018. 20:41

 

 

რომეო მალაზონია facebook-ში წერს:

 

,,15 წლის ასაკიდან ვმუშაობ მიმტანად რესტორნებში. არ მიკავია ბოლო გამოშვების ტელეფონი, არ მყავს ბოლო გამოშვების მანქანა, არ ვცხოვრობ სასახლეში, არ მაცვია ბრენდები. 15 წლის ასაკიდან ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი ოფლით ნაშოვნი ფული, 15 წლის ასაკიდან ვიცი. რომ მშობლებზე დამოკიდებული არ ვარ. 15 წლის ასაკიდან ვისწავლე, რა არის ცხოვრება. დღესაც 18 წლის ბავშვი ვარ, რომელიც ჯერ კიდევ ემსახურება ამ საქმიანობას. ჰო, ჩემთვის არ არის საზაფხულო დასვენება, ჰო, ჩემთვის არ არის ზღვა, მთა და გართობა, მაგრამ მე ვაგროვებ იმ საგზალს, რომელიც ზამთარში მარჩენს.

ჰო, არ ვარ გარეგნულად კალმით ნახატი, არ ვარ გაჩითული, არ ვცხოვრობ თბილისში, არ მაქვს ფოტოებზე 1k ლაიქი.

არ მაქვს ფერად ფერებში ცხოვრება. ერთადერთი ძმა აღარ მყავს გვერდით. მან თავი უფალს მიუძღვნა, რამაც დიდი ტკივილი დატოვა ჩემში. ჰო, სულაც აღარ ვარ პოზიტივით აღსავსე, რა მაქვს საამისო მიზეზი?

არასდროს იწუწუნოთ თუ iphone x ვერ დაიკავეთ- ეს დასასრული არ არის. იშრომეთ, ახალგაზრდებო, ოფლი შრომისთვის გამოყავით და არა ბირჟაზე სიცხეში უსაქმურად დგომისთვის. ნუ დაელოდებით, 15 სექტემბერს როდის გიყიდიან ჩანთას მშობლები სკოლისთვის. იშრომეთ თქვენით.  ყველას არ ჰყავს მამა, რომლის ბარათზე თვეში 100000-ები ირიცხება.

 

მე ბავშვობა დავკარგე. შეუნარჩუნეთ, მშობლებო, ბავშვებს ბავშვობა.

 

თუ ამ ყველაფრის გამო თქვენს თვალში მოსაწონი ადამიანი არ ვარ, გზა თავისუფალია”.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი