logo_geo
თედო ისაკაძე: ამ ტკივილების გამოხატულებაა შმაგი... ჩემი პატარა და ამ ასაკში დარჩენილი მეგობარი...
- +

10 იანვარი. 2017. 11:12



პოლიტოლოგი თედო ისაკაძე სოციალურ ქსელში შმაგი (ირაკლი) დოლიძეს იგონებს:


„ახალ წელს მოლოდინების გარდა შლეიფად გასდევს ტკივილიც.

ადამიანები ვართ და ასეც უნდა იყოს.

მე საყოველთაოდ ცნობილი ღრჯუ ადამიანი ვარ, საკუთარ ბავშვებსაც ვერ ვეფერები ადამიანურად.

მაგრამ, მაქვს წუთები, მაგალითად ახალ წელს, როცა თვეობით დაგროვილი, გულში ჩახარშული ტკივილების ამოთქმა მინდა.

ამ ტკივილების გამოხატულებაა მაგალითად... შმაგი. ჩემი პატარა და ამ ასაკში დარჩენილი მეგობარი.

იუნგა. ჩემი ცხოვრების გემზე ამოსული უმცროსი მეგობარი.

ვიღაცეებს შეიძლება ეცინებათ, მაგრამ ჩემი ქვეყნის უახლესი ისტორია ჩემთან და ჩემს თაობასთან ერთად დაიბადა.

ჩვენი ქვეყნისათვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდის ჟამს ჩვენთან ერთად იყო ეს ასაკით ძალიან პატარა, მაგრამ დიდი გულის ადამიანი.

შმაგი.

ღმერთმა აცხონოს შენი სული!!!

მომინდა ამოთქმა მეგობრებო. ეგაა და ეგ", - წერს ისაკაძე.


 

 

 

 


 

big_banner
არქივი