logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: შენ დრამის დედოფლობა დაგმშვენდებოდაო, უთხრეს მელიას და...
- +

10 იანვარი. 2017. 11:25



„შენ დრამის დედოფლობა დაგმშვენდებოდაო, უთხრეს მელიას და შეუბერა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიაზე წერს.


„ნიუსსაც გავაკეთებთ, მაგრამ თქვენთვის რომ იცოდეთ, ჯერ კიდევ 30 ნოემბერს ჩაინიშნა მელიას პროცესი „ქართუს" საქმეზე (2012 წლიდან მიდის და არერთი პროცესი ჩატარდა). ანუ, მელიამ 30 ნოემბრიდან იცის, რომ პროცესი ჩანიშნულია.

 

30 ნოემბერსვე, მელიასთან ერთად ბრალდებულმა, დათო გიორგაძემ მოითხოვა სხდომის გადადება - წერილი მიუწერია სასამართლოსთვის და სხდომაც იმიტომ გადაიდო, 8 თებერვლამდე.

 

თავის შეცოდების ერთობ პრიმიტიული და კომიკური მეთოდია.

 

P.S. თინა ბოკუჩავას სათვალავშიც არ ჩავაგდებ - „დამთხვევების არ სჯერა" თურმე, ამაშიც რაღაც გარიგებას ხედავს, as if anybody cares", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 



 

big_banner
არქივი