logo_geo
ნელი თორდია: განათლების სამინისტრო, კარგად იწყებთ სასწავლო წელს - გილოცავთ!
- +

2 სექტემბერი. 2018. 18:52

 

 

ჟურნალისტი ნელი თორდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

facebook“-ზე გავრცელებულ ამ ფოტოს და აღშფოთებული მშობლების კომენტარს ვიღაც (სავარაუდოდ, 190-ე სკოლის ადმინისტრაციის წევრი, ან ადმინისტრაციასთან დაახლოებული მშობელი) ასეთი შინაარსი კომენტარს ურთავს:

 

„კარგად თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ამ სკოლის კედლები სხვა ფერებშია შეღებილი, ცისარტყელას ფერებშიც არაა. ლგბტ-ს დროშა 6 ზოლიანია, წითლით იწყება, როგორც ცისარტყელა და მოყვება სტაფილოსფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი ფერები. 190-ე სკოლის ფერები სხვაა, აქ არ არის ამ რაოდენობისა და თანმიმდევრობის. პედაგოგიკაში აპრობირებულია, მხიარული ფერების გამოყენება და სულაც არ ნიშნავს ლგბტ პროპაგანდას. ფერები ბავშვებს ახალისებს და სწავლის სურვილს უღვიძებს. სანამ რამეში დაადანაშაულებთ სკოლის ადმინისტრაციას, სანამ პედაგოგებისა და იმ მშობლების ლანძღვა-გინებას დაიწყებთ, რომლებიც 190-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ კარგად დააკვირდით მოცემულობას და სწორად გაანალიზეთ მიზეზი, თუ რატომ არის კედელი ასე შეღებილი.“

 

გაიგეთ? პედაგოგიკაში აპრობირებული ყოფილა. სხვა ხომ ყველაფერს სხლავენ, რაც პედაგოგიკაშია აპრობირებული და ესღა დარჩათ. აპრობირებულებო, წერა-კითხვის უცოდინარ მოსწავლეებს რომ უშვებთ, განათლების ხარისხი რომ ყოველწლიურად იკლებს და უმაღლეს სასწავლებლებში ლექტორები შოკში არიან, ამათ ატესტატი ვინ მისცაო, ამაზე რას ფიქრობთ? ჰოო, ეხლა ფერები გვათვლევინეთ ექვსია თუ ოთხმოცი და მერე თანმიმდევრობა დაგვაზეპირებინეთ. ცისარტყელას რკალისებურად გამოსახავენ და არა ასე, სწორხაზოვნად, დროშის მსგავსად. რაც ამ ფოტოზე ჩანს, ლგბტ პროპაგანდაა და არავითარი პეპლები, ყვავილები და ცისარტყელები. მე რომ თქვენი მოსწავლის მშობელი ვიყო, ვიცი რას ვიზამ, მაგრამ საინტერესოა, თქვენს მშობლებს რა რეაქცია ექნებათ ამაზე. ისე, იურისტების აზრიც საინტერესოა. არის თუ არა ეს სკოლის ადმინისტრაციაზე სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი. განათლების სამინისტრო კარგად იწყებთ სასწავლო წელს. გილოცავთ!“ - წერს ნელი თორდია.

 

 

big_banner
არქივი