logo_geo
გია გაბრიჭიძე: ჩამოყალიბდა „მირონცხებულ პოლიტიკოსთა“ კლასი
- +

10 იანვარი. 2017. 13:08



„თფილისური ბომონდების" წარმომადგენელთა უმრავლესობა, დღეს ხელოვნურადაა შექმნილი და ზოგი ამ წრეში მოხვედრას coming out-ით ცდილობს, ზოგი უნიტაზზე ლექსების წერით და ზოგი კიდევ ათასგვარი ხრიკით. ჩამოყალიბდა „მირონცხებულ პოლიტიკოსთა" კლასიც", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე წერს.


„ელიტაში" მოსახვედრად „გადარჩევის" საკმაოდ სერიოზული პროცესი მიმდინარეობს. მხოლოდ „ფსევდო ევროპელობის" მორგება საკმარისი არ არის. აუცილებელია „რუსთავი 2"-ის ეთერში მოხვედრა, სადაც „ნანუკას, ან „მაიკოს" შოუები „კარანტინის", ან „განსაწმენდელის" ფუნქციებს ასრულებენ.

 

ამ ე.წ. „ელიტების" შექმნაში, მოსახლეობას ლომის წვლილი მიუძღვის. არ არსებობს ჯანსაღი კრიტიკა და რაც მთავარია, საზოგადოებაში მეტასტაზივით გავრცელებულია „ცნობადი სახის" გაფეტიშების მონური სურვილი.

 

სანამ ყველას და ყველაფერს საკუთარ სახელს არ დავარქმევთ, მანამდე იქნება ეს საშინელი სერეგაცია და მანამდე იბლატავებენ ეს „ძალად სვეტები", - წერს გაბრიჭიძე.




 

big_banner
არქივი