logo_geo
„თვითმფრინავი შტორმში მოყვა, სათამაშოსავით ისროდა აქეთ-იქით...“
- +

5 სექტემბერი. 2018. 03:35

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი თორნიკე ბერიშვილი facebook-ზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„დღეს გაგონილი...

თვითმფრინავი შტორმში მოყვა, სათამაშოსავით ისროდა აქეთ-იქით. მგზავრები დაზაფრულები, პანიკაში. ზოგი ტირის, ზოგი ლოცულობს, ზოგს გულყრა აქვს. ერთ-ერთმა მგზავრმა შენიშნა პატარა გოგო უკანა რიგში. ფეხებ შეკეცილი, არხეინად იყო მოკალათებული და გატაცებით კითხულობდა წიგნს, წარბიც არ შეუხრია... მგზავრმა თვალი ვერ მოაცილა, მონუსხული უყურებდა.

კარგად დამთავრდა ყველაფერი, შტორმი გაიარეს და მშვიდობით დაეშვნენ.

მგზავრმა ვერ მოითმინა, გოგოსთან მივიდა და ჰკითხა:

- სულ არ გეშინოდა, როგორ მოახერხე?

- პილოტი მამაჩემია და სახლში მოვყავდი.

ალალად შესცინა გოგონამ.

რწმენა!“ - წერს ბერიშვილი.

 

big_banner
არქივი