logo_geo
გოგა პიპინაშვილი: ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ-ჰოლში“ მოზარდთა რეგისტრაცია დაიწყო!
- +

5 სექტემბერი. 2018. 11:55

 

 

მსახიობი გოგა პიპინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

 

„არტ ჰოლი“ ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი - მოზარდთა რეგისტრაცია ახალი სასწავლო წლისთვის დავიწყეთ.

 

მობ: 597 17 17 55;“ - წერს პიპინაშვილი.

 

 

გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი „არტ-ჰოლი“ უკვე 20 წელია არსებობს. სტუდიის არაერთი აღსაზრდელი უკვე შემდგარი მსახიობია.

 

გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ-ჰოლის“ აღსაზრდელებთან ერთად არაერთი პროექტი განხორციელდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე:

 

სპექტაკლი - „Hellados“, რეჟისორი გოგა პიპინაშვილი;

სპექტაკლი - „და რაც აქ ნახეთ სიზმარი იყო“ (შექსპირის მიხედვით), რეჟისორი გოგა პიპინაშვილი;

„ეკო–მეკო ქოქრაშვილი“, რეჟისორი გოგა პიპინაშვილი;

სპექტაკლი „მერე ვნახოთ, რა იქნება“ – რეჟისორი გოგა პიპინაშვილი;

სპექტაკლი „დრაკონი“ – რეჟისორი გოგა პიპინაშვილი;

 

ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ „არტ–ჰოლში“ მოსწავლეები შეისწავლიან:

  1. მსახიობის ოსტატობას;
  2. მეტყველებას;
  3. ხელოვნების ისტორიას;
  4. ცეკვას;
  5. სიმღერას;
  6. სასცენო მოძრაობას.

 

15 ოქტომბრამდე დაინიშნება კიდევ ერთი შესარჩევი სინჯი და რამდენიმე მოზარდს კიდევ აქვს შანსი, „არტ–ჰოლის“ აღსაზრდელი გახდეს.

 

ასაკობრივი ჯგუფები: 9-11 წლის ასაკობრივი ჯგუფი.

 

 

big_banner
არქივი