logo_geo
ნინა კობახიძე: რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ამდენი ბავშვის უბედურების ყურება წარმოუდგენელია...
- +

5 სექტემბერი. 2018. 13:33

 

 

„ბიზნესლიდერთა ფედერაცია - ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეში ორი პატარა ბავშვის თავის ტვინის კიბოს შესახებ რომ გაიგებ ამბავს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკოლოგიური თუ ფიზიკური მდგომარეობა უმძიმეს ეტაპზეა! პირველადი ჯანდაცვის სრული იგნორი, მოწამლული ჰაერი, საფრთხის შემცველი პროდუქტები და ბევრი ბეტონი ირგვლივ - 1000%-იანი გარანტიაა იმის, რომ ვერავინ გადარჩება. მოგვრჩება გვერდით გზებიც და ხიდებიც, კონცერტებიც და მცირე გრანტები ინოვაციურ პროექტებში...

 

არ ჰყოფნის ფონდი, არც კეთილი ხალხის დახმარება... ამდენი წელია ქვეყანამ თავი ვერ მოაბა, რომ შესაძლებელი იყოს სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა ადგილზე მაინც.

 

რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ამდენი ბავშვის უბედურების ყურება წარმოუდგენელია...“ - წერს კობახიძე.

 

 

big_banner
არქივი