logo_geo
დარეჯან ლიპარტელიანი: ამ ფრაზებით გმინავს, უკვე თვეზე მეტია, „ხალხის ტელევიზია“ „რუსთავი 2“-ი...
- +

7 სექტემბერი. 2018. 02:34

 

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„მთელი ქალაქი გადათხრილია, რას ჰგავს თბილისი? ეს ქალაქია? რაღა მაინც და მაინც ახლა, აგვისტოში მოუნდა კახი კალაძეს ქალაქის ანგრევ-დანგრევა და გადათხრა? დაგვღალა საცობებმა, ბავშვთან მივდიოდი და დამაგვიანდა... ექიმთან ვიყავი ჩაწერილი და გზების გამო დამაგვიანდა“... აი, ამ ფრაზებით გმინავს, უკვე თვეზე მეტია, „ხალხის ტელევიზია“, „რუსთავი 2“-ი და ასევე მთელი „სანაცეთი“... რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სწორედ ის ხალხია, ვისაც ქვეყნის წინსვლა და წარმატება, სავარაუდოდ, განუკურნებელ სენთან, კიბოსთან რომ აქვთ გაიგივებული...

 

გულწრფელად ვკითხულობ და მართლა მაინტერესებს: ასე რამ გაგაბოროტათ ხალხნო, მტერმა ვერ დაინახა ის, რაც ახლა თბილისში ხდება და კეთდება... მსგავსი სერიოზული და უპრეცედენტო პროექტი, არცერთ ქალაქის მერს და მთავრობას, დღემდე არ განუხორციელებია...

 

მართლა ძალიან დიდი საქმე კეთდება, ქვეყნის სასიკეთოდ... დღეს და ღამეს ასწორებენ ადამიანები და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ... ჩაკვდნენ და ჩაიხოცნენ შრომაში... ძირფესვიანად და საფუძვლიანად კეთდება ყველაფერი, და იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები... თქვენ რა, არ გინდათ გაწკრიალებული გზები და მუდმივი წყალი, თუ რა ხდება?... თუ თქვენი, ნაცების აწყმყო, წარსული და მომავალი, გაბომჟებული მიშას იმიჯს ტოლფასია? მართლა გადარევა შეიძლება რაა... მაინც რამ დაგმართათ, იმ სინდის-ნამუს გარეცხილმა სააკაშვილმა? მაგ ღორკაცა მიშას, დღესაც, რომ დასჭირდეს და ამის პოლიტიკური საშულება ჰქონდეს, თქვენ ყველას მატლებივით გაგსრისავდათ და ცხოვრებას კვლავ ჯოჯოხეთად გიქცევდათ, ამაში მაინც ხომ არ გეპარებათ ეჭვი?... ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გამოფხიზლდეთ ოდესმე... ცხოვრება ხომ წინ მიიწევს და რა დროს მიშაა?? პოლიტიკური ბანკროტი და გაბომჟებული ნარკომანი, ვის რა ოხრად სჭირდება, თქვენს გარდა? ცოტა აზრზე მოდით და გაიღვიძეთ, მიშა და ცოცხი, უკვე წარსულია და ქვეყნის წინსვლა, ასე ნუ გაუბედურებთ... გზებიც დაიგება და ცხოვრებაც გაგრძელდება, ეს დაიმახსოვრეთ კარგად, არც მიშა დაბრუნდება, არც ბაბუაჩემი გაბრიელი და მითუმეტეს არც ბებიაჩემი მატრონა, უფალმა გაანათლოს მათი სული... გაიგეეეთ ბალღებოო???“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

big_banner
არქივი