logo_geo
გია მაისაშვილი: ძალიან ძვირფასი ქალბატონია!
- +

10 იანვარი. 2017. 20:38


 

გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში მერილ სტრიპის გამოსვლას ეხმაურება:  

 

„ძალიან ძვირფასი ქალბატონია, არცხვენს ტრამპს „პატარა" კაცობისთვის , როდესაც მან დასცინა ეტლში მჯდომ ადამიანს. მაგრამ ეს ქალბატონი, ამას აკეთებს კლასით და დახვეწილობით. რა კარგია რომ ასეთი ადამიანები არსებობენ, ბარაქალა თქვენს კდემამოსილებას!", - წერს მაისაშვილი.


შეგახსენებთ, რომ „ოქროს გლობუსის" ერთ-ერთ მთავარ მოვლენად, მერილ სტრიპის გამოსვლა იქცა. მსახიობი საპატიო „ოქროს გლობუსის" მფლობელი გახდა. მან სამადლობელი სიტყვის ნაცვლად, პოლიტიკურ კლიმატზე გაამახვილა ყურადღება და კონკრეტული სახელების დაუსახელებლად, აშშ-ის პოლიტიკასა და ტრამპზე ისაუბრა.


მან თავის გამოსვლაში ისაუბრა ჰოლივუდის მნიშვნელობაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კინოს ცენტრში მოხვდნენ.


მერილ სტრიპმა გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკური კლიმატი და ტრამპი, მისი სახელის ხსენების გარეშე.


 

big_banner
არქივი