თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებას ეხმაურება. როგორც უგულავამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" გაყოფილი კი არა დანგრეულია.
„დანგრეული არა, მაგრამ ფეხი კი აქვს მოტეხილი. 20-ში ქირურგიული ჩარევა მოხდება და მერე დაიწყებს წამოდგომას ნელ-ნელა. თავიდან ერთი ხელჯოხით, მერე გამართულად", - წერს თუთბერიძე.