logo_geo
სანდრო ბრეგაძე: მოვუწოდებთ ფეხბურთის ფედერაციას და გურამ კაშიას მეგობრებს...
- +

8 სექტემბერი. 2018. 20:16

 

„ქართველთა მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოვუწოდებთ ფეხბურთის ფედერაციას და გურამ კაშიას მეგობრებს - ნუ გაიკეთებენ 9 სექტემბერს მამათმავლობის სიმბოლოს ლგბტ სამკლაურებს. იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა, როგორც იქნა, მატჩი მოიგო და გაუჩნდა შანსი ითამაშოს შემდეგ ეტპზე, იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს, ჩვენ მზად ვართ, გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფორმანსი, რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ქმედების გასაპროტესტებლად. ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა და ლგბტ სამკლაურები. მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო დროშებით და ნაკრების ატრიბუტიკით ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. იმ შემთხვევაში, თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგულებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენ სოდომის ცოდვის-მამათმვლობის სიმბოლიკას, მაშინ, იძულებულნი ვიქნებით, მშვიდობიანად არ დავუშვათ ლგბტ ბანდის აქცია, გეი-აღლუმი და მთელ ქართველ ერს მოვუწოდოთ აღსდგეს სოდომის ცოდვის ზეიმის წინააღმდეგ!!!

 

P.S. იმედს ვიტოვებთ, რომ თავად ფედერაცია და გურამ კაშია შეაჩერებენ დაგეგმილ პროვოკაციას და ფეხბურთის მატჩს არ აქცევენ ჰომოსექსუალთა ზეიმად!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი