logo_geo
ანასტასია ზაალიშვილის დედა გაჭირვებულ ბავშვებს დაეხმარება
- +

10 იანვარი. 2017. 22:44



გარდაცვლილი ანასტასია ზაალიშვილის დედა, ქეთი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:


„ანასტასიას თანხიდან, რომელიც ფონდში ჩაირიცხა ზარებიდან შემოსული თანხა 11 000 ლარი, თანხიდან შემოსული 14 000 ლარი და გზავნილები ზუსტად არ ვიცი რამდენი ადმინისტრაცია წარმოადგენს ჩეკებს, რომელიც მთლიანად რჩება ფონდში და მოხმარდება ფონდში არსებულ ბენეფიციარებს... ანასტასიას და იმ კეთილლი ადამიანების სახელით ვინც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა. დანარჩენი თანხა, რომელიც მე მაქვს მთლიანად მოხმარდება ყველა გაჭირვებულ ბავშვებს, რომლებსაც მოვძებნი მთელი ცხოვრების მანძილზე და დავეხმარები ანასტასიას და ღმერთის სახელით", - წერს ანასტასიას დედა.

 

შეგახსენებთ, რომ  2 წლის ანასტასია ზაალიშვილი, რომელსაც მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. ბავშვის თურქეთში ტრანსპორტირების და მკურნალობის ხარჯები ჯანდაცვის სამინისტრომ და „სოლოდარობის ფონდმა" დაფარა.


 

big_banner
არქივი