logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: მრავალი წლის შემდეგ, დღეს მატჩის დამთავრებისას, პირველად გამიჩნდა განცდა, რომ...
- +

9 სექტემბერი. 2018. 23:09

ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მორიგ გამარჯვებას შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:

 

„...მრავალი წლის შემდეგ, დღეს მატჩის დამთავრებისას, პირველად გამიჩნდა განცდა, რომ ეს გუნდი საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონეა და მას ძალუძს უსერიოზულეს მიზნებზე ფიქრიც და მათი დაძლევაც!!!

 

ვფიქრობ, გულშემატკივრისგან მხურვალე მადლობას იმსახურებს მწვრთნელი ვაისი, უკლებლად ყველა ფეხბურთელი და ქართული ფეხბურთის მესვეურნი - პირველ რიგში კი სსფ-ს ხელმძღვანელობა!!!

 

მომავალ გამარჯვებამდე!!!“ - წერს მირიან ყარაულაშვილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ლატვიის ნაკრები ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა.

 

 

 

big_banner
არქივი