მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის მეუღლე თამარ ორაგველიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„მიწაზე დამანარცხე და წახვედი. მიყვარხარ, მენატრები, გიბრაზდები - ყველაფერი ერთმანეთში ამერია. როგორ მეძახდი ხოლმე? TAMARA. ( ახლაც მესმის). ხოდა დამიძახე და მასწავლე, როგორ ავდგე ეს დანარცხებული. ვგრძნობ, ძალა გამომეცალა და სადღაც დავიკარგე. ოხხ როგორ მენატრები ჩემო, ჩემო, მარტო ჩემო“, - წერს თამარ ორაგველიძე.