logo_geo
გურამ გორელიშვილი: ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა... ჯანომ თვალი ჩამიკრა და კამერაც ჩაირთო...
- +

13 სექტემბერი. 2018. 02:40

 

 

ჟურნალისტი გურამ გორელიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტსა და ვიდეოს ავრცელებს:

 

„გაგრის დაცემის შემდეგ (1-3 ოქტომბერი), სოხუმში ჭორი გავრცელდა, წარსულში ცნობილი ფეხბურთელის სოხუმის „ცხუმის“ და თბილისის დინამოს გარემარბის გრიგოლ (გრიშა) ცაავას გაგრის მთებში უგზოუკვლოდ დაკარგვის შესახებ. 1992 წლის ნოემბერია, დათო ყიფიანის დაბადების დღეა, სინოპის სამთავრობო აგარაკის შესასვლელთან, ცენტრალურ ტრასაზე მე და ჩემი ოპერატორი ჯანო ინაძე ვდგავართ და მანქანას ვაჩერებთ. უცბად ჩერდება მანქანა და იქიდან გადმოდის წვერმოშვებული, სპორტული აღნაგობის 30 წლის მამაკაცი, რომელიც გვეპატიჟება თავის მანქანაში. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მასში ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი გრიგოლ ცაავა ამოვიცანით. ჯანომ თვალი ჩამიკრა და კამერაც ჩაირთო...“ - წერს გორელიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი