ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში წერს:
„ბათუმში 25 წლის ქალი მეხუთე სართულიდან ჩამოვარდა და ნაყინის მაცივარს თავით დაეცა“ - აცხადებს ერთ-ერთი ტელევიზია. კომენტარს თვითმხილველები აკეთებენ და უფრო მძიმე ფორმებში აღწერენ მომხდარს. შემდეგი ახალი ამბავია: სადღაც შენობის სახურავი ჩამოინგრა; მართალია არავინ დაშავებულა, თუმცა რესპოდენტები დაზაფრული სახეებით საუბრობენ. მომდევნო ნიუსი რა იყო არ ვიცი, გადავრთე. ვკითხულობ, საინტერესო და რამის მომცემია დილის 9 საათზე ასეთი საინფორმაციო გამოშვება?“ - წერს ჩაჩიბაია.