logo_geo
ტარიელ ლონდარიძე: გადავწყვიტე, დავტოვო მიხეილ სააკაშვილი
- +

11 იანვარი. 2017. 11:47


 


 

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენმ-ში მიმდინარე დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის როლია, რომელმაც ვერ შეძლო პარტიაში დაპირისპირების განმუხტვა და გამაერთიანებელი ლიდერის როლის შესრულება, რაც პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ტარიელ ლონდარიძე წერს და აქვე აღნიშნავს, რომ „გადაწყვიტა, დატოვოს მიხეილ სააკაშვილი".


„დრო გაივლის, ვნებათაღელვა ჩაცხრება, ცივ გონებაზე თითოეული დაფიქრდება და დასკვნებს გამოიტანს, მე კი, გადავწყვიტე დავტოვო მიხეილ სააკაშვილი და ვცადო დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ მის გარეშეც შემიძლია ვებრძოლო ჩემი ქვეყნის მტრებს. იმედს ვიტოვებ, დადგება კვლავაც გაერთიანების დრო. ყველას დიდი მადლობა, მიუხედავად ჩვენი პოზიციებისა ყველანი მიყვარხართ და დიდ პატივს გცემთ. საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში გისურვებთ გამარჯვებას, თქვენ ფრონტის ერთი ფლანგიდან და ჩვენ მეორე ფლანგიდან", - წერს ტარიელ ლონდარიძე.

 

 




 

big_banner
არქივი