logo_geo
ზაზა სიამაშვილი: საჯაროდ ვუდასტურებ და აღვუთქვამ ლევანს გვერდში დგომას!
- +

14 სექტემბერი. 2018. 17:51

 

ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„უნიკალური შემთხვევა მაქვს, - სხვებს ალბათ კიდევ უკეთესი ან ნაკლები. ამ ოჯახის ოთხ თაობას ვიცნობდი და ვიცნობ... მამამისს ხომ ჩემთან ერთად მთელი ქვეყანა აღმერთებდა (და არა მხოლოდ ჩვენი!), ჰოდა ახლა მის შვილს ებრძვით? არ გაგივათ! იმისთვის, რომ ვიღაცამ შეიტყაპუნოს მილიონები, ლევან დავითის ძე ყიფიანს უნდა შეახოცოს მისი ბინძური სულით გაჟღენთილი ტორები?! უმსგავსობას რა ხანია ვხედავ ამ ქვეყანაში, მაგრამ კიკუებს რომ გადაულოცეთ ხალხის უკითხავად, - ამას რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი! ამიტომ, საჯაროდ ვუდასტურებ და აღვუთქვამ ლევანს გვერდში დგომას და კიდევ მეტს: მისი თანამოაზრე ვიყავი და ვარ! დათო ყიფიანის ოჯახს ნუ წაეთამაშებით, ის ფინტის პელე იყო, თქვენ ქუჩის ფეხბურთსაც ვერ შეწვდით და ქუჩის აკადემიაც არ გაგივლიათ, - ქუჩის ქალებიც კი დაგცინებენ! მეპატიოს ეს ტავტოლოგია! თქვენს საქციელს სახელი არ აქვს, რადგან ადამიანისგან ასეთ საქციელს არავინ ელის!“, - წერს სიამაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი