logo_geo
დავით ლილუაშვილი: ამ ადამიანს არავინ ეუბნება, რომ ასეთი მოწოდებები სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა?!
- +

15 სექტემბერი. 2018. 16:23

 

 

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვისაც კი შერჩენია იმის ადამიანობა, რომ აუცილებლად უნდა აღსდგეს ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობა, დაგვიდგეს გვერდით, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავამხოთ და გავყაროთ ჩვენი ქვეყნიდან მკვლელი ხელისუფლება“, - ზაზა სარალიძე.

 

კი მაგრამ, ამ ადამიანს არავინ არ ეუბნება, რომ ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდებები, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა?! ანდაც „TV პირველის“ ჟურნალისტი და გადაცემის წამყვანი, ასეთ დროს, რატომ არ აწყვეტინებს საუბარს?!

 

P.S. ხელისუფლების დამხობის შესახებ მოწოდება უკვე გაკეთდა, ახლა საინტერესოა ვინ შეუერთდება ამ მოწოდებას?!“ - წერს ლილუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი