logo_geo
გორის საკრებულოს თავმჯდომარე: შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს...
- +

17 სექტემბერი. 2018. 03:21

 

გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ დავით რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს დამცველსაც და მოწინააღმდეგესაც, რადგან მმართებდა მეტი თმენის ვალდებულება, არა ჩემი დღევანდელი თანამდებობის გამო, არამედ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ვინც მიცნობს, მათთვის წარმოუდგენელი იყო ჩემი პასუხი, თუნდაც ჩემი შეურაცხყოფის გამო. შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს და დიდი იმედი მაქვს, სიმართლე მალე გაირკვევა“, - წერს გორის საკრებულოს თავმჯდომარე.

 

ლაპარაკია ინციდენტზე, რომელიც გორში აქციის დროს მოხდა. დავით რაზმაძემ და ზაზა სარალიძემ გორის ცენტრში ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

big_banner
არქივი