logo_geo
ლეკა მენაბდიშვილი: ეს ინფორმაცია ნეტავი შს მინისტრმა თავად არ იცოდა?
- +

11 იანვარი. 2017. 15:18



Facebook მომხმარებელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პრემიერ-მინსიტრის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება:


„რესპუბლიკის მოედნის ქვემოთ ბარებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ" - აცხადებს კვირიკაშვილი და საკითხის გარკვევას შს მინისტრს თხოვს.

 

ეს ინფორმაცია ნეტავი შს მინისტრმა თავად არ იცოდა? საოცარი ქვეყანა ვართ,თანამდებობა მარტო სკამზე წამოსკუპება გვგგონია..." - წერს ლეკა მენაბდიშვილი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე არასრულწლოვანთა პროსტიტუციის პრობლემებზე ისაუბრა. კვირიკაშვილმა საკითხში გარკვევა და მოგვარება შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა.






 

big_banner
არქივი