logo_geo
გიორგი ფოფხაძე: დასანდობლები არიან ახლა ესენი?!
- +

11 იანვარი. 2017. 15:25




ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდის შესახებ წერს:


„ამათ უყურეთ ერთი? აიწყვეს ცხოვრებაა? სამაგიეროდ, მე ხომ შემიწყვიტეთ ხელფასი და გადამიყვანეთ უშტატო თანამშრომლის კონტრაქტზე, იმ მოტივით, რომ ფინანსები არა აქვს თურმე ტელევიზიას და ნახევარი ჟურნალისტთა კორპუსი ერთთვიან კონტრაქტებზე გიზით სამოწყალოდ და საცოდავებმა ისიც არ იციან, ხვალ ზეგ რა ბედი ელით? დასანდობლები არიან ახლა ესენი? ნუ მე გავიგე რომ, სპეციალურად და მოტივირებულად ვიდევნები ამ არხზე და... აი ამ წუთიდან ვიწყებ ბრძოლას არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ჩემი კოლეგის უფლებების დასაცავად... აბა ერთი გაბედეთ ამ ბორდმა და ნორმალური პირობები არ შეგვიქმნათ ჟურნალისტებს? მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ არხის ახალი დირექტორი გამოასწორებს ამ ყველაფერს..." - წერს გიორგი ფოფხაძე.

 

„ნეტგაზეთის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ჯამური ჰონორარი გაორმაგდა და  54 800 ლარი შეადგინა.





 

big_banner
არქივი