logo_geo
შალვა ოგბაიძე: უნდა ვიამაყოთ წინა თაობებით, რომლებმაც 60-იანი წლების დასაწყისში ასეთი ურთულესი საინჟინრო ნაგებობა გვაჩუქეს
- +

11 იანვარი. 2017. 19:44


 

 

თბილისის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:

 

„ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი მშობლების და წინა თაობებით, რომლებმაც 60-იანი წლების დასაწყისში ასეთი ურთულესი საინჟინრო ნაგებობა-თბილისის მეტროპოლიტენი გვაჩუქეს და რომელიც 50 წელზე მეტია ერთგულად გვემსახურება.

 

აფერუმ მეტრომშენებელთა და მეტროპოლიტენის მუშაკთა გარჯას, მარჯვენა დაელოცოთ.

 

გირჩევთ ნახოთ ეს შესანიშნავი საარქივო კადრები და ნახოთ რა ტექნოლოგიებით შენდებოდა თბილისის მეტრო, შეიძლება ითქვას მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიებით!

 

5:15-ზე ნახავთ საქართველოში შექმნილ გვირაბმთხრელს, რომელიც ქანებს თხრიდა, აქუცმაცებდა და კონვეიერის ლენტით უკან გამოჰქონდა და ამ მონსტრს ერთი ოპერატორი მართავდა. ან ნახეთ 8:00-ზე როგორ გამოიყურებოდა პირველი ქართული ,,ბობ-კატი'', რომელსაც ოპერატორი გვერდიდან მართავდა და ბევრი სხვა საინტერესო მასალა...

 

მე ვამაყობ ჩემი თბილისის მეტროპოლიტენით!", - წერს ოგბაიძე.

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი