logo_geo
ცოტნე გამსახურდია: რასაც ეს გლობალური ლიბერასტია სჩადის, უბრალოდ სამარცხვინოა!
- +

12 იანვარი. 2017. 02:51


 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია, სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება. ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა CNN-ის ჟურნალისტს კითხვის დასმის უფლება არ მისცა.

 

„დღეს, რომ ტრამპმა CNN-ს „დაახურა", სწორედ რაღაც მსგავსი დავწერე მეგობრის სტატუსზე ჯერ კიდევ გუშინ: სამარცხვინოა, რასაც CNN  აკეთებს, „რუსთავი 2"- გან ვერ განასხვავებმეთქი...

 

ტყუილები, ჭორები, საეჭვო ინფორმაცია „სანდო" წყაროზე და „ინსაიდერებზე" დაყრდნობით, ტყუილზე სიმართლის მოზელვის მცდელობები, თითიდან გამოწოვილი წყაროები, რომლებიც „კომენტარზე უარს ამბობენ"! და მსგავსი აჯაფსანდალი, სერიოზული ტონით მორთმეული...

 

არა, არასდროს მქონია რომელიმე მედიაზე გადაჭარბებული წარმოდგენა: ლინგვისტი გახლავართ პროფესიით და კარგად ვიცი, რომ ნებისმიერ კომუნიკაციურ აქტს თავის პრაგმატული (ზე) ამოცანა აქვს, მაგრამ რასაც ეს გლობალური ლიბერასტია სჩადის, უბრალოდ სამარცხვინოა!

საუბარია მსოფლიო ზესახელმწიფოს, დემოკრატიის ფორპოსტად ცნობილი ქვეყნის (საშინაო პოლიტიკაში, ყოველ შემთხვევაში) არჩეულ პრეზიდენტზე...", -წერს გამსახურდია. 


 

big_banner
არქივი