logo_geo
არჩილ გამზარდია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისე ერთიანად მოიშორა ერთმანეთზე არასასურველი სახეები, რომ...
- +

12 იანვარი. 2017. 15:52



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობიდან" ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდის გამოყოფის შესახებ წერს:


„ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე ერთიანად მოიშორა ერთმანეთზე არასასურველი სახეები, რომ თან მთელი მორალური უპირატესობა სააკაშვილს დაუტოვა, თუ რამ შეიძლება ჰქონოდა. თავის მხრივ, სააკაშვილს მიეცა თეორიული შანსი რეალურად განახლდეს პარტია, ისე, რომ სავაჭრო ნიშანი, კვალიფიციური პარტიის სტატუსი და კვოტები დარჩა, ხოლო სიახლის პერსპექტივა გაეზარდა, თან ისე, რომ თითქმის ნახევარ მილიონიანი ელექტორატი შეინარჩუნა.

 

რაც შეეხება უგულავას, მას აქვს თეორიული შანსი „ნაციონალების" ელექტორატის დატაცების, მაგრამ არა იმ გუნდით რომელშიც აღმოჩნდა", - წერს გამზარდია.

 

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დატოვეს 38-მა საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21-მა დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.


უფრო კონკრეტულად, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.


 

big_banner
არქივი