logo_geo
ირაკლი გოგავა: შესაძლოა, საქმე გვაქვს ბანკის მიერ არაპროფილური ბიზნესის წარმოების კიდევ ერთ შემთხვევასთან
- +

12 იანვარი. 2017. 16:46



„ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო $729,000 -ად გაიყიდა. ინვესტორი ლონდონში რეგისტრირებული კომპანია Georgia Healthcare Group-ია, რომელიც ვალდებულია $364 ათასი ინვესტიცია განახორციელოს და 50 წელი შეინარჩუნოს სამედიცინო პროფილი", - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა ავრცელებს და აქვე შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:


„საავადმყოფოს 25,000 კვ.მ. ტერიტორია გააჩნია. Georgia Healthcare Group-ის ხელმძღვანელი ირაკლი გილაურია, "საქართველოს ბანკის" მმართველი, სააკაშვილის პრემიერის ნიკა გილაურის ძმა. შესაძლოა, საქმე გვაქვს ბანკის მიერ არაპროფილური ბიზნესის წარმოების კიდევ ერთ შემთხვევასთან. Georgia Healthcare Group-ის მმართველობაში არიან "საქართველოს ბანკის" და "ლიბერტი ბანკის"(ეს ბანკი "საქართველოს ბანკმა" შეიძინა) თანამშრომლები. ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის წარმოება ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში, რადგან ბანკი კონკურენტებს ნაკლები ხალისით აკრედიტებს, ხოლო თავისი არაპროფილური ბიზნესისთვის შეღავათიან კრედიტებზე წვდომას ხსნის, რაც თავისუფალი ბაზრის ფუნდამენტურ პრინციპს - სამართლიან კონკურენციას არღვევს. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი უნდა შეისწავლოს კონკურენციის სააგენტომ. შესწავლა არ არის რთული: უნდა გაირკვეს, ვინ არის რეალურად ლონდონში რეგისტრირებული Georgia Healthcare Group PLC-ის დამფუძნებელი", - წერს გოგავა.




 

big_banner
არქივი